CHOOSE YOUR LANGUAGE

ძიება კომპანიის სიახლეებში

/
სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა
სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა

სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა -საქპატენტმა, გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრში კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ გამოყენების უფლების მქონე პირად დაარეგისტრირა.

„სულგუნი“გეოგრაფიულ აღნიშვნად საქართველოში საქპატენტის მიერ 2012 წელს დარეგისტრირდა და მისი გამოყენების უფლება ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ პირველი კომპანიაა , რომელმაც დააკმაყოფილა „სულგუნის“ სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები:  წარმოების არეალი, ნედლეული და დამზადების მეთოდი.

60 წლიანი საუკეთესო, ქართული ტრადიციების აღდგენით, ნატურალური რძისგან დამზადებული, პირველი შეფუთული სულგუნი „სანებო“ 2012  წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და თანამედროვე დანადგარებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვის, ასევე სტაბილურად მაღალი ხარისხისა და უცვლელი გემოს გამო სწრაფად მოიპოვა აღიარება.

„სულგუნი“-ს გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მიღება დიდი წარმატებაა კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისთვის“, რადგან , გვეძლევა უნიკალური საშუალება გავიტანოთ ყველი „სულგუნი“ საერთაშორისო ბაზარზე  და მოვახდინოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია , ასევე, ვაკონტროლოთ აღნიშნული პროდუქტის დასახელების მართლზომიერი გამოყენება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე  , ასევე ქვეყნის გარეთ.