CHOOSE YOUR LANGUAGE

ძიება კომპანიის სიახლეებში

/
აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა“,“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დააჯილდოვა.
აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა“,“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დააჯილდოვა.

აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა“,“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დააჯილდოვა.

აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა“, მისი დაფინანსებით განხორციელებული პროექტებიდან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია “სანტე ჯი-ემ- თი პროდუქტები“ დააჯილდოვა.

„ოპიკმა“, რომელიც  მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს  სხვადასხვა პროექტებში, პარტნიორი კომპანიების გრძელი სიიდან მიმდინარე წელს  კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ გამოარჩია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. „ოპიკის“ დახმარებით  “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა რეგიონებში ნატურალური რძის შეგროვების ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მცირე საოჯახო მეურნეობებისგან ყოველდღიურად ჩაიბაროს და აწარმოოს ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი.    

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 19 მაისს, ვაშინგტონში, აშშ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ცერემონიას უძღვებოდა „ოპიკის“ პრეზიდენტი ელიზაბეთ ლიტელფილდი, ხოლო ძირითადი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში სიუზან რაისი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ლიდერები.

კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ 1998 წლიდან არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. იგი რძის პროდუქტებისა და წვენების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ „ჯი-ემ-თი ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. „ჯი-ემ-თი ჯგუფს“ კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და “ოპიკთან” ერთად განხორციელებული აქვს საქართველოში შემდეგი პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “ა” კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა“ და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომლის სახითაც თბილისს ძველი სიმბოლო დაუბრუნა. „ოპიკი“ ასევე იღებს მონაწილეობას „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ახალი პროექტის - „მარიოტის“ ქსელის უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრენდის სასტუმრო „მოქსის“ (MOXY) მშენებლობაში.