CHOOSE YOUR LANGUAGE

ძიება კომპანიის სიახლეებში

/
სანტეს ოფიციალური განცხადება for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე
სანტეს ოფიციალური განცხადება for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე

სანტეს ოფიციალური განცხადება for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე

ვეხმაურებით  2014 წლის 16 იანვარს for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია!“.

გვსურს გაცნობოთ,რომ, კომპანია „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს მიერ წარმოებული ბრენდი „სანტინო“ ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომლის,სრული ასორტიმენტი(მაწონი,ხაჭო,რძე,არაჟანი,კეფირი,ნაღების კარაქი) მთელი წლის განმავლობაში,მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ნატურალური რძისგან და ნაღებისგან იწარმოება.

დღესდღეობით, კომპანია „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ წლის განმავლობაში, ნატურალური რძის ყველაზე დიდ რაოდენობას აგროვებს და ამუშავებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რძის სიმცირის გამო,ზამთრის განმავლობაში კომპანიას საშუალება აქვს ნატურალური რძისა და ნაღებისგან აწარმოოს მხოლოდ „სანტინო“-ს ბრენდი, ხოლო სხვა პროდუქცია ამავე პერიოდში დაამზადოს უმაღლესი ხარისხის მშრალი რძისა და რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმისგან.

შესაბამისად, შესაფუთზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე,მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს თავისთვის მისაღები პროდუქტი- ნატურალური რძისაგან დამზადებული ბრენდი „სანტინო“ ან შედარებით ხელმისაწვდომი ფასის მქონდე „სანტე“-ს პროდუქტები.