CHOOSE YOUR LANGUAGE

ძიება საიტზე

კომპანიის ისტორია 1997 წლიდან იწყება , როდესაც თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე „შ.პ.ს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა.

მრავალპროფილიანი "ჯი-ემ-თი ჯგუფის" წევრი ”სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები” საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების წარმოების აღიარებული ლიდერია. დარგის უმსხვილესი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი, მოქნილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საიმედო და ავტორიტეტული პარტნიორები, აგრეთვე კეთილსინდისიერი ინვესტორები -  ის უპირატესობებია, რაც უზრუნველყოფს  "სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტების"-ს წამყვანი პოზიციების შეუქცევადობას.

შ.პ.ს“სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილები და გაამდიდროს თავისი ასორტიმენტი, ამიტომ კომპანიის 100 -მდე დასახელების პროდუქტში, ყველა იპოვის თავისთვის საყვარელ გემოს, მისთვის მოსახერხებელ შეფუთვაში.

დღეისათვის კომპანიის პორტფელში 4 ბრენდია.კლასიკური რძის პროდუქტების ბრენდი-“სანტე”; პრემიალური,მაღალმთიანი რძის პროდუქტების ბრენდი- “სანტინო”; გემრიელი და სასარგებლო რძის დესერტების ბრენდი-“სანტისიმო” და ტრადიციული, შეფუთული და ასევე მდნარი ყველის ბრენდი-“სანებო”.